მრავალფეროვნება · სამართლიანობა · ინკლუზია

მრავალფეროვნება · სამართლიანობა · ინკლუზია

კულტურული მრავალფეროვნების
ხელშეწყობა უკეთესი მომავლის
უზრუნველსაყოფად

კულტურული მრავალფეროვნების
ხელშეწყობა უკეთესი მომავლის
უზრუნველსაყოფად

იყავი ის, ვინც ხარ და შექმენი უკეთესი მომავალი

Samsung-ში ჩვენ გვჯერა: ინკლუზიური სამუშაო გარემოს და მრავალფეროვნების კულტურის გარეშე, ინოვაცია და ზრდა შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენი მიზანია - შევქმნათ საერთაშორისო გუნდი, სადაც ყველას აქვს თანაბარი უფლებები და შეუძლია საკუთარი ნიჭის გამოვლენა. ერთად ჩვენ ავაშენებთ უკეთეს მომავალს ჩვენი მომხმარებლებისთვის, პარტნიორებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის.

ადამიანები Samsung-ში

Samsung-ის თანამშრომლების მრავალფეროვანი გამოცდილება და ხედვა გვაძლევს საშუალებას, ერთად ავაშენოთ უკეთესი მომავალი.

თანამშრომლების რესურს-ჯგუფები

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინოვაციების განვითარება შეუძლებელია კულტურის გარეშე, რომელიც პატივს სცემს მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და ინკლუზიურობას. ჩვენი რესურს-ჯგუფები აერთიანებს განსხვავებულ ადამიანებს, რის შედეგადაც ჩვენი თანამშრომლები, სწავლობენ ერთმანეთის განსხვავებულობის დაფასებას და ფასეულ რესურსად გარდაქმნას.

* Samsung-ს ჰყავს თანამშრომლების სხვადასხვა რესურს-ჯგუფი, მათ შორის მომუშავე მშობლებისა და ვეტერანთა ჯგუფები სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აშშ-ში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.

Initiative Highlights

ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ინკლუზიური და მრავალფეროვანი კულტურა ჩვენს კომპანიაში.

* თითოეულ ფილიალში არსებულ გარემოებათა მიხედვით, მოქმედ საინიციატივო პროგრამასა და ღონისძიებებში შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები ან ისინი შეიძლება გაუქმდეს. 

აღიარება და ჯილდოები

მას შემდეგ, რაც დავიწყეთ კომუნიკაციისა და ჩართულობის ვალდებულებების აღება მეტი მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ინიციატივა აღიარეს ადვოკატირების ჯგუფებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.