კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა

სტაბილური მომავლისათვის,
ვცდილობთ ნახშირბადის
ნულოვანი გამონაბოლქვის შექმნას.

სტაბილური მომავლისათვის, ვცდილობთ ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვის შექმნას.

კლიმატის ცვლილება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. გლობალური პრობლემის მოგვარებაში ჩართვას, სათბურის გაზების პირდაპირი გამოყოფის შემცირებით, განახლებადი ენერგიის გამოყენების გაფართოებით და ენერგოეფექტური პროდუქტების შემუშავებით ვცდილობთ.

ჩვენი ბრძოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხებთან გასამკლავებლად, „Samsung Electronics“ ახორციელებს სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების სხვადასხვა პროექტს, არა მხოლოდ ჩვენს ბიზნეს ცენტრებზე პირდაპირი სათბურის გაზების გამოყოფისათვის, არამედ მთელი ღირებულების ჯაჭვში, მათ შორის იგულისხმება ენერგია და საქონელი, რომელიც გამოიყენება ოპერაციული ბიზნესისთვის, ლოჯისტიკისა და ჩვენი მომწოდებლებისთვის.

ჩვენი მოქმედების გეგმა

ჩვენი შეფასებისა და საპასუხო მოქმედების პროცესი

  • 01

    კლიმატის ცვლილების ფენომენებისა და საკითხების იდენტიფიცირება

  • 02

    ზემოქმედება, რისკები და შესაძლებლობების ფაქტორების გაანალიზება

  • 03

    რეაგირების სტრატეგიების ჩამოყალიბება

  • 04

    პროექტების განხორციელება და მონიტორინგი

  • 05

    შედეგების გაანალიზება და მიზანთან შედარება

რისკისა და შესაძლებლობების ანალიზის კრიტერიუმები: დაინტერესებული მხარის ინტერესი / ინდუსტრიის ტენდენცია / ბიზნესის გავლენა / შიდა შესაძლებლობები / წარმოშობის ალბათობა

შესაძლებლობის და რისკების ფაქტორები კლიმატის ცვლილებაში

გადაცემის რისკები და შესაძლებლობები
კლიმატის ცვლილების რისკები და შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების რისკების ფინანსური გავლენა კლიმატის ცვლილების შესაძლებლობების ფინანსური გავლენა
1. სათბურის გაზების GHG გამოყოფით ვაჭრობა Მოკლევადიანი გაზრდილი ხარჯები სათბურის გაზების გამოყოფის (GHG) ზრდის ნებართვის ფასების და დამაბინძურებლების გამოყოფის გაძლიერებული რეგულაციების გამო * იხილე წლიური ბიზნეს ანგარიში ნებართვების შეძენა მინიმუმამდეა დაყვანილი სათბურის გაზების გამოყოფის (GHG) შემცირების ღონისძიებებით ფასების სენსიტიურობის შემსუბუქება ნებართვების მიღებით პროექტების მეშვეობით გარე პარტნიორებთან თანამშრომლობით
2. მაღალეფექტური ტექნოლოგიების მიღება მოკლევადიანი Მოკლევადიანი გაზრდილი ინვესტიცია მაღალეფექტურ აღჭურვილობაში, სათბურის გაზების გამოყოფის (GHG) შემცირებისთვის საჭირო მოწყობილობებსა და წყლის რესურსების გადამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობებში გაზების გამოყოფის შემცირების მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებისთვის, გაიზარდა R&D ინვესტიციები შემცირდა სათბურის გაზების გამოყოფა (GHG) და ბიზნეს ცენტრების ენერგო ხარჯები შეიქმნა ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა ენერგიის მართვის სისტემები
3. ცვლილებები კლიენტთა ქცევაში შუალედური გაიზარდა ხარჯები მაღალი ეფექტურობისა და ეკოლოგიურად გააზრებული პროდუქტის სერთიფიკატების მისაღებად შემცირდა დაბალი ენერგოეფექტურობის რეიტინგების მქონე პროდუქტების გაყიდვები გაიზარდა R&D ხარჯები მაღალი ეფექტურობისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისთვის მაღალი ეფექტურობის მქონე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოშვება იწვევს გაყიდვებისა და ბრენდის ცნობადობის ზრდას
4. განახლებადი ენერგიის გამოყენების გაფართოება შუალედური შუალედური წარმოების გაზრდილი ხარჯები, ენერგიაზე მოკლევადიანი ხარჯების ზრდის გამო შემცირდა B2B გაყიდვები მომხმარებლის მოთხოვნის გამო, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე ენერგიის ხარჯების შემცირება, განახლებადი ენერგიის მოპოვებით და განახლებადი ენერგიის გამომუშავების პროექტებში მონაწილეობით
ფიზიკური რისკები
და შესაძლებლობები
კლიმატის ცვლილების რისკები და შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების რისკების ფინანსური გავლენა კლიმატის ცვლილების შესაძლებლობების ფინანსური გავლენა
5. ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა ტაიფუნები და წყალდიდობები Მოკლევადიანი გაზრდილი საინვესტიციო ხარჯები ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის გარემოსდაცვითი/უსაფრთხოების/საავარიო ობიექტების დამონტაჟებისთვის გაზრდილი ხარჯები ბიზნესის აღდგენისთვის და დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობები, სტიქიური უბედურების შემთხვევაში დაზღვევის ხარჯების შემცირება სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების ობიექტებში, ინვესტიციების მეშვეობით ახალი ბიზნეს შესაძლებლობები, როგორიცაა კატასტროფებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ქსელის ამოქმედება
6. გლობალური ტემპერატურის ზრდა და ყვითელი მტვერი გრძელვადიანი
მიზნები
გაიზარდა ბიზნეს ცენტრის საოპერაციო ხარჯები გაგრილებისა და გათბობის მოწყობილობების დამონტაჟების გამო აზრდილი საინვესტიციო ხარჯები, ჰაერის დაბინძურების პრევენციული აღჭურვილობის დამონტაჟებისთვის გაიზარდა გაყიდვები, მაღალეფექტური კონდიციონერების, ჰაერის გამწმენდისა და საშრობების ბიზნესის გაფართოების გამო

სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება და განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა

„Samsung Electronics“ ყურადღებას ამახვილებს სათბურის გაზების გამოყოფასა (GHG) და წარმოებაში გამოყენებული ენერგიის შემცირებაზე.
თითოეული ბიზნეს ცენტრი პროგნოზირებს სათბურის გაზების წლიური გამოყოფის ოდენობას და განსაზღვრავს სათბურის გაზების შემცირების პროექტებს, რომლებიც მორგებულია წარმოების პროცესზე, ასევე ადგენს და ასრულებს შემცირების გეგმებს.
2018 წელს განახლებადი ენერგიის გამოყენების გაფართოების შესახებ გამოცხადების შემდეგ, ჩვენ გავითვალისწინეთ განახლებადი ენერგიის პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა გლობალურ რეგიონში, განახლებადი ენერგიის გარდამავალი გეგმების შესამუშავებლად და თანმიმდევრულად განსახორციელებლად.

პროდუქტების გამოყენების დროს სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება

ეკო-საბჭო აერთიანებს გარემოსდაცვით სპეციალისტებს და „Samsung Electronics“ სამუშაო დონის საკონსულტაციო ჯგუფებს. ისინი ატარებენ ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიების და გარემოსდაცვითი რეგულირების ტენდენციების ზედამხედველობას და ამუშავებენ სტრატეგიებს ახალი პროდუქტის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, სათბურის გაზების გამოყოფის შემცირებისათვის, პროდუქტის გამოყენებისას.

ჩვენი მიმწოდებლების მხარდაჭერა განახლებადი ენერგიის გამოსაყენებლად

იმისათვის, რომ დავეხმაროთ ძირითად პარტნიორებს სათბურის გაზების შემცირებაში და მეტი განახლებადი ენერგიის გამოყენებაში, 2019 წლიდან „Samsung Electronics“ გახდა CDP მიწოდების ჯაჭვის წევრი და სთხოვს მომწოდებლებს, 80%-ზე მეტი ტრანზაქციის მოცულობით დასახონ სათბურის გაზების (GHG) შემცირების მიზნები. ჩვენ ვატარებთ ტრეინინგს, როგორ ვუპასუხოთ CDP კლიმატის ცვლილების კითხვარებს ძირითადი მომწოდებლებისთვის და მუდმივად ვაკონტროლოთ მათი სათბურის გაზების გამოყოფა და მიზნები. გარდა ამისა, ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას უფრო მაღალი განახლებადი ენერგიის მიღების შესახებ და ვმსჯელობთ თანამშრომლობის საშუალებებზე, განახლებადი ენერგიის საბჭოს მეშვეობით.
მომწოდებლებს, რომლებიც ადგენენ სათბურის გაზების (GHG) შემცირების მიზნებს, სთავაზობენ წახალისებას. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ და გავუწიოთ მათ მხარდაჭერა, იმისთვის, რომ უფრო მეტი მომწოდებელი შეუერთდეს სათბურის გაზების შემცირების ძალისხმევას მომავალში.