ჩვენი ფილოსოფია
ჩვენ ვაღიარებთ წყლის მნიშვნელობას სტაბილურ საზოგადოებაში და კორპორაციულ მენეჯმენტში და ვასრულებთ ჩვენს საერთაშორისო კორპორაციული მოქალაქის პასუხისმგებლობას, წყლის რესურსების დასაცავად.
ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა ბუნებრივი რესურსების მოპოვება და ექსპლუატაცია. ექსპერტები გვაფრთხილებდნენ ეკოლოგიური პრობლემების თაობაზე, ასეთი რესურსების ამოწურვისა და გარემოს დეგრადაციის გამო.
„Samsung Electronics“ ფლობს ინფორმაციას ამ გაფრთხილებების შესახებ და ახორციელებს რეაგირების ზომების ფართო სპექტრს. ჩვენ ეფექტურად ვიყენებთ რესურსებს და ვქმნით ტექნოლოგიურ ინოვაციებს, გარდაუვალი ნარჩენების მინიმუმამდე დასაყვანად, ჩვენი პროდუქციის ფუნქციური ციკლის გასაგრძელებლად და ვეძებთ გზებს, რომ ხელახლა გამოვიყენოთ ვადაგასული პროდუქტების მასალები. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიას, შევქმნათ უკეთესი პროდუქტები ნაკლები რესურსებით და გადავიყვანოთ ელექტრონული ნარჩენი გამოსაყენებელ რესურსებში.
კრიზისული გარემოს დასაცავად და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით, „Samsung Electronics“ ცდილობს ყურადღება გაამახვილოს ცირკულირებად ეკონომიკაზე. სცილდება რესურსების ერთხელ გამოყენებისა და მათი უგულებელყოფის ტრადიციულ პრაქტიკას, Samsung მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროდუქტები გამოიყენებოდეს უფრო ხანგრძლივად და რომ რესურსების ოპტიმიზაცია შესაძლებელია ფუნქციონირების ბოლოს, მათი აღდგენით, გადამუშავებით და ხელახლა გამოყენებით პროდუქტის ფუნქციონირების ვადის გასვლის შემდეგ.
გამოყენებული მასალების ტიპის მინიმუმამდე დაყვანისა და შეკრების მეთოდის ოპტიმიზაციის გზით,აღდგენის ხელშესაწყობად და ნარჩენების თავიდან ასაცილებლად, შევიმუშავეთ წარმოების მეთოდები, რომელთაც მინიმუმამდე დაჰყავთ რესურსების გამოყენება. იმ პროდუქტების შეგროვებით, რომლებმაც მიაღწიეს ფუნქციონირების დასასრულს, ჩვენ აღვადგენთ ძვირფას მასალებს. ამ ცირკულირებადი ეკონომიკის საშუალებით, „Samsung“ ამცირებს წარმოებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსების რაოდენობას, ამცირებს სათბურის გაზებს და დამაბინძურებლებს ნარჩენების დაწვისა და პირველადი მოპოვების შედეგად და ხელს უშლის ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას ნაგვისგან. ჩვენი პროდუქციის მედეგობის გაძლიერებით, გამოშვებამდე მკაცრი საიმედოობის ტესტების სერიის მეშვეობით და მათი შეკეთების მოსახერხებელი სერვისების მიწოდებით, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის უწყვეტი განახლებების ჩათვლით, Samsung აფართოებს პროდუქციის ფუნქციონირების ხანგრძლივობას, რათა შემდგომი წვლილი შეიტანოს ცირკულირებად ეკონომიკაში და დაზოგოს რესურსები.
01
პროდუქტების შემუშავების ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს და ვზრდით მათ საიმედოობას მომსახურების ვადის გასახანგრძლივლებლად
02
წარმოების დროს ჩვენ მინიმუმამდე დაგვყავს წყლის გამოყენება და ვამცირებთ ნარჩენებს მასალების ხელმეორედ გამოყენების გზით
03
ჩვენ ვიყენებთ ნაკლებ რესურსებს დისტრიბუციისთვის. კომპაქტური შეფუთვით ვზრდით ლოჯისტიკის ეფექტურობას
04
ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მომხმარებლებს უფრო ხანგრძლივად გამოიყენონ საქონელი და ამისათვის უზრუნველვყოფთ მათ პროფესიონალური სარემონტო მომსახურებით
05
ჩვენ ვაორგანიზებთ სისტემატურ გადამუშავებას, რაც საშუალებას გვაძლევს, შეაგროვოთ და ხელახლა გამოვიყენოთ პროდუქტები მათი მომსახურების ვადის ამოწურვის შემდეგ
„Samsung Electronics“ ბოლომდე აცნობიერებს პროდუქტის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ითვალისწინებს რესურსების ეფექტურ და გრძელვადიან გამოყენებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ და გადავამუშავოთ უკვე გამოყენებული რესურსები, გავაფართოვოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალების გამოყენება.
„Samsung Electronics-მა“ მთლიანად ჩაანაცვლა შესაფუთი ქაღალდი მზა საქონელზე საიმედო, სერთიფიცირებული ხის ბოჭკოსგან მიღებული ქაღალდით და 100% გადამუშავებული ქაღალდით 2020 წელს. ჩვენ ვგეგმავთ ყველა პლასტმასის შესაფუთი მასალის გადამუშავებულ ან ბიომასალებად გადაკეთებას.
პროდუქტის შემუშავების დროს, „Samsung Electronics“ ატარებს გამძლეობის ტესტებს სხვადასხვა პირობებში, იმისთვის, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეს პროდუქტები რაც შეიძლება დიდხანს გამოიყენოს და ცდილობს, გაახანგრძლივოს პროდუქტის ფუნქციური ციკლის ხანგრძლივობა ისეთი პროდუქტების შემუშავებით, რომელიც შეკეთების დროს ადვილად დაიშლება და გადაკეთდება.
გამძლეობის გაზრდის მიზნით, „Samsung Electronics“ ატარებს ტესტებს სხვადასხვა გარემო პირობებში სიმყარისა და ფუნქციურობის ხანგრძლივობის დასადასტურებლად.
შეკეთების უნარი არის სასიცოცხლო ელემენტი, რომელსაც ვითვალისწინებთ პროდუქტის წარმოებისას. „Samsung Electronics“ აგრძელებს კვლევებს, რათა შეიმუშაოს პროდუქტები, რომლებიც ადვილად იშლება, შესაძლებელია მათი ხელმისაწვდომ ფასად შეკეთება და ადვილად გამოსაყენებელია მათი ნაწილები.
Samsung Electronics ცდილობს შეცვალოს გატეხილი ნაწილები და მინიმუმამდე დაიყვანოს შეკეთების დრო. ჩვენი
ტექნიკოსები სწრაფად ახორციელებენ დიაგნოსტიკას და აწესრიგებენ სხვადსხვა გაუმართაობას, რომელიც წარმოიქმნება პროდუქტის გამოყენების დროს. ამით ახანგრძლივებენ მათი მომსახურების ვადასაც. გარდა ამისა, ჩვენ Samsung Care-ის სარემონტო ცენტრების ქსელის გაფართოებით, ვიყენებთ ყველა ძალისხმევას დიაგნოსტიკისა და სარემონტო სერვისების დასაჩქარებლად.
ჩვენ უარს ვამბობთ რესურსების მოხმარების ტრადიციულ ციკლზე, როდესაც ისინი ერთჯერადი გამოყენების შემდეგ იყრებიან. ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, გადამუშავების წრიული ციკლი დასანერგად: ვაახლებთ გამოყენებულ რესურსებს და ხელმეორედ ვიყენებთ. ამისათვის ჩვენ არა მხოლოდ ვაანალიზებთ და ხელახლა ვიყენებთ მასალებს ჩვენს ძირითად პროდუქტებში, არამედ ვცდილობთ შევქმნათ წრიული ციკლის გაერთიანება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტურად გავანაწილოთ და გადავამუშავოთ მყარი ნარჩენები მათი ნაგავსაყრელების ლიკვიდაციისთვის.
მაგალითად, ჩვენ ვასრულებთ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ძირითადი რესურსებისთვის, რომელსაც „Samsung Electronics-ის“ მიერ კორეაში დაფუძნებული და ამუშავებული აზიის გადამუშავების ცენტრი ხელმძღვანელობს.
ცენტრში უმთავრესი მეტალები და პლასტმასი გადასამუშავებლად ხარისხდება განადგურებული ტექნიკა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევქმენით პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების დახურული მოკლე ციკლი, ჯართი პლასტმასის მიწოდებით, გადამუშავებული პლასტმასის მწარმოებლებისთვის და ერთობლივად შევიმუშავეთ ტექნოლოგია ამ მასალების ხელახლა გამოსაყენებლად, „Samsung Electronics-ის“ პროდუქციის შემადგენელ ნაწილებში.
გარდა ამისა, „Samsung Electronics“ ატარებს სხვადასხვა კამპანიას მობილური ტელეფონების დასაბრუნებლად, რომელთაც ფუნქციური ციკლის დაასრულეს. შეგროვებული მობილური ტელეფონები იშლება ძირითად ნაწილად და ელემენტად, აქედან ხდება ძირითადი რესურსების მოპოვება და გადამუშავება. იშვიათი ლითონების შემცველი ელემენტები, ისეთი როგორიცაა ლითიუმი და კობალტი, იგზავნება გადამამუშავებელ კომპანიებში, ლითონის ძირითადი რესურსების მოსაპოვებლად და ახალი ელემენტების წყაროდ გამოსაყენებლად.
ნაწილების წარმოება
/პროტრუზია
მაცივარი
გამოიყენება მომხმარებლების მიერ
და გაუქმებულია
Asan გადამუშავების
ცენტრი
პლასტმასის დახარისხება
მასალების მიხედვით
ნედლეულის
აღდგენის
პროცესი
„Samsung Electronics“ გთავაზობთ რეგიონზე მორგებულ შეგროვების სერვისებს, იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მოხერხებულად შეძლონ ნარჩენების განადგურება.
ნებისმიერი ელექტრონული ნარჩენი გროვდება ბრენდის მიუხედავად.
შეგროვებული ელექტრონული ნარჩენები გადის წინასწარ დამუშავებას, რაც გულისხმობს დახარისხებას და დამსხვრევას, იმისათვის, რომ ხელახლა გამოიყენებოდეს ლითონებისა და პლასტმასის პირველწყაროდ, გადამუშავების ობიექტებში.
ჩვენ ასევე გაგვაჩნია შიდა მოთხოვნები გადამუშავების სერვისის პარტნიორებისთვის („Samsung-ის მოთხოვნები WEEE მართვისთვის“)
რომლებიც ადგენენ EHS-თან დაკავშირებულ კანონებსა და რეგულაციებს, მიმწოდებლის მართვას, ნარჩენების უკანონო ექსპორტის აკრძალვას და ა.შ.
ქვემოთ შეგიძლია იხილო „Samsung Electronics-ის“ გადამუშავების დდეტალური პროგრამები რეგიონების მიხედვით:
„Samsung Electronics“ აწარმოებს საქმიანობას, ბიზნეს ცენტრებიდან ნარჩენების წარმოქმნის მინიმუმამდე დასაყვანად. ასევე, ნარჩენებისგან გადამუშავების მაჩვენებელის გასაზრდელად.
ასე მივაღწიეთ ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებელის 96%-ს 2021 წელს. ჩვენმა ნახევარგამტარების ბიზნეს ცენტრებმა მიაღწიეს წარმატებას ნულოვანი ნარჩენების ნაგავსაყრელზე, პირველად ინდუსტრიაში.
ჩვენი ინიციატივები ნაგავსაყრელზე ნულოვანი ნარჩენების შესახებ, ოფიციალურად დადასტურებულია მესამე მხარის მეშვეობით. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენმა ყველა საერთაშორისო ბიზნეს ცენტრმა მიაღწიოს ნულოვანი ნარჩენების საფუძველზე ნაგავსაყრელების სერტიფიცირებას, უახლოეს მომავალში და აგრეთვე გავაუმჯობესოთ სერტიფიცირების ხარისხი.
წყლის რესურსების მართვისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სამ პროცესზე: დაზოგვა, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება. ჩვენ ვცდილობთ განმეორებით გამოვიყენოთ ჩამდინარე წყლები და ყოველდღიურად შევამციროთ დანაკარგი.
ჩვენ ვაღიარებთ წყლის მნიშვნელობას სტაბილურ საზოგადოებაში და კორპორაციულ მენეჯმენტში და ვასრულებთ ჩვენს საერთაშორისო კორპორაციული მოქალაქის პასუხისმგებლობას, წყლის რესურსების დასაცავად.
გაეცანი ჩვენი ბიზნეს საქმიანობის, კერძოდ კი წარმოების გავლენას წყლის რესურსებზე, რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, ახალი ტექნოლოგიების შესწავლისა და დანერგვის დროს.
ჩამოაყალიბე წყლის რესურსების შენარჩუნებისა და პროცესის უწყვეტობის პრინციპები, როგორც ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილი; დაეხმარე თანამშრომლებს გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა წყლის რესურსების მართვაზე და უმთავრეს პრიორიტეტად განიხილონ ჩვენი ოპერაციების გავლენა ადგილობრივ თემებზე და გარემოზე.
წყლის რესურსების შესახებ მეთოდური რეკომენდაციებიდან გამომდინარე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, წყლის რესურსების დაცვისა და კონსერვაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.
უზრუნველვყოფთ დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის ადგილობრივი თემებისთვის, კორპორაციული პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ მკაფიო და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებას წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ფიზიკური რისკები
რეპუტაციური რისკები
Quick and easy product registration..
Receive up-to-date personalized services and tips.
Enter your Serial Number/IMEI
Scan the QR code on your products for easy registration.
* This feature can only be supported on Samsung Home Appliances and non-smart B2C monitors.
Quick and easy product registration.
You've entered a valid S/N or IMEI. Now select the model of your product.
SM-G996BZKGEUA
Serial Number: R3CR508WNAH
Please try again with a different device.