Samsung Knox იცავს შენს მოწყობილობებს და სერვისებს, უსაფრთხოების წესების დეტალური დაცვით და მჭიდრო კავშირებით.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ უსაფრთხოებაზე, რომ Samsung Knox-ით, შენ შეძლო, გამოიყენოთ ჩვენი მოწყობილობები, მონაცემთა დაცვაზე ფიქრის გარეშე.
Samsung Knox-ის უსაფრთხოების პრინციპები
პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეგიძლიათ ენდო
ჩვენ ვაშენებთ ნდობის ჯაჭვს, ვიწყებთ პროგრამული უზრუნველყოფით,<<ნდობის ბირთვი>>ით, დაცული არასანქცირებული წვდომებისგან.
<<ნდობის ბირთვი>> ღრმად არის ჩადებული ჩვენს ჩიპებში და არ ექვემდებარება გარე ფაქტორებს, ინარჩუნებს წვდომას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის აპლიკაციებისთვის. ჩვენ გთავაზობთ, პერსონალური მონაცემების გარანტირებულ დაცვას და ძირითადი პროგრამული ფუნქციების შეუცვლელობას. პროგრამული უსაფრთხოების ფუნქციების წყალობით, შენ ყოველთვის შეგიძლია, ზედმეტი წუხილის გარეშე, გამოიყენო შენი სმარტფონი და თავი დაცულად იგრძნო.
უსაფრთხო გარემო დაუცველი პროგრამული უზრუნველყოფისთვის
ჩვენ უზრუნველვყოფთ განსაკუთრებულ აღსრულების გარემოს, რომელიც ამუშავებს მნიშვნელოვან და კონფიდენციალურ მონაცემებს დაცულად, და არიდებს მათ მავნე პროგრამულ შეტევებს.
უსაფრთხო აღსრულების გარემოში, მუშაობს დაცული გამრავლებული ვიდეო" მომხმარებელთა აუთენტიფიკაცია და გადახდის აპლიკაციების ავტორიზაცია", ავტორიზაციის აპლიკაციები ბლოკავს მგრძნობიარე ბიომეტრიულ ინფორმაციაზე არაავტორიზებულ წვდომას, ხოლო გადახდის აპლიკაციები ზრუნავს გადახდის ტრანზაქციების უსაფრთხო დამუშავებაზე.
სრულად იზოლირებული, უსაფრთხო საცავი, კონფიდენციალური მონაცემებისთვის.
კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხის ინფორმაცია - ბიომეტრია, PIN კოდები ან პერსონალური მონაცემები - ინახება სრულად იზოლირებულ დაცულ საცავში, რომელიც მდგრადია მონაცემთა გაჟონვის საფრთხეების მიმართ.
საცავი, რომელიც მდგრადია ფიზიკური თავდასხმების მიმართ.
შემოწმებული კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიები
ჩვენ ვნერგავთ შემოწმებულ, კრიპტოგრაფიკულ ალგორითმებს და ტექნოლოგიებს, მონაცემების უფრო მეტი დაცულობისთვის.
Samsung-ის სერვისებსა და პროდუქტებში, გამოიყენება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტიზებული კრიპტოგრაფიკული ტექნოლოგიები, მათი ჩანერგვა კი გარანტია, ფედერალური სტანდარტებით მონაცემების დამუშავების. (FIPS). ყველა ინფორმაცია უსაფრთხოდ ინახება დაშიფრული სახით, დაცვის მექანიზმები გამოიყენება როგორც შენახული, ისე გადაცემადი მონაცემების მიმართ.
საიმედო ტექნოლოგიები აუთენტიფიკაციისთვის.
ჩვენ ვიყენებთ საიმედო აუთენტიფიკაციის ტექნოლოგიებს, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებლებს აძლევს წვდომის საშუალებას მოწყობილობასა და სერვისებზე.
ძლიერი აუთენტიფიკაციის უზრუნველყოფისთვის, ჩვენ ვიყენებთ მრავალფეროვან ტექნოლოგიას - PIN-ს, შაბლონს, პაროლს, თითის ანაბეჭდის და თვალის ფერადი გარსის ამოცნობას - და მათ კომბინაციებს. Samsung-ის მომხმარებლის ანგარიში გამოიყენება ინტერნეტ სერვისებზე წვდომის გასაკონტროლებლად, ხოლო მრავალჯერადი აუთენტიფიკაცია გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებლებზე, რომ გამოიყენონ მოწყობილობები, სერვისები და მონაცემები.
კოდებისა და მონაცემთა გაყალბების თავიდან აცილება
ჩვენ აქტიურად ვნერგავთ ტექნოლოგიებს, რომლებიც აღმოაჩენენ შენი მოწყობილობის ან მისი სერვისების გატეხვის მცდელობებს და ასევე ვქმნით მექანიზმებს, რომლებიც აფრთხილებს მომხმარებლებს მათ შესახებ.
იმისათვის რომ, სრული უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, მოწყობილობების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ჩვენ ვპოულობთ და თავიდან ვიცილებთ მცდელობებს პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვის, ვამოწმებთ პროგრამის მთლიანობას ჩამოტვირთვის დროს. "პროგრამული უზრუნველყოფის" გადამოწმების ტექნოლოგია ვრცელდება განახლებებზე, ხელს უშლის, გადაუმოწმებლად მათ პროგრამულად დაყენებას, ასევე მუდმივად უზრუნველყოფს, პროგრამულ უსაფრთხოებას და კონფიდენციალური მონაცემების დაცვას.
უსაფრთხოების უახლესი განახლებები
ჩვენ ვნერგავთ უახლოესს განახლებებს და უსაფრთხოების სფეროში შესწორებები შეგვაქვს, მუდმივად ცვალებადი მავნე პროგრამისა და ჰაკერული გარემოს თავდასხმებთან საბრძოლველად.
ჩვენ გთავაზობთ გეგმიურ, პერიოდულ და სასწრაფო ონლაინ უსაფრთხოების განახლებებს.
უსაფრთხოების სისტემის განვითარების მკაცრი პროცესი
კონცეფციის შექმნიდან, მზა მოწყობილობის, მომსახურების ვადის გასვლამდე, ჩვენ მივყვებით უსაფრთხოების განვითარების პროცესებს, რომელიც მოიცავს ჩვენი პროდუქციის სრულ სასიცოცხლო სპექტრს, და მომხმარებლის გამოცდილებას.
ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს პირადი (და ნებისმიერი სხვა) მონაცემების კლასიფიკაციას და დამუშავებას. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ უსაფრთხოების სისტემებს, რომლებიც ითვალისწინებს ყველა შესაძლებელი ტიპის თავდასხმას, ასევე მუდმივად ვადევნებთ თვალს ახალი საფრთხეების გამოჩენას, სერვისებსა და მოწყობილობებზე.
სრული უსაფრთხოება,
სერტიფიცირებული Samsung Knox პლატფორმის წყალობით.
უსაფრთხოების პლატფორმა Samsung Knox , არის პერსონალური მოწყობილობების, კორპორატიული ბიზნეს გადაწყვეტილებების და მომსახურების, დაცვის საფუძველი.
პლატფორმა შედგება, დაცვის და უსაფრთხოების რამდენიმე მექანიზმისგან, რომლებიც იცავენ მონაცემებს მავნე პროგრამებისგან და საფრთხეებისგან. Samsung Knox გამოცდილია და სერტიფიცირებული, სახელმწიფო და უსაფრთხოების ექსპერტების მიერ ბევრ ქვეყანაში, ასევე გარე, მესამე მხარის, სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ.
იმ მომენტიდან, როგორც კი პირველად ჩართავს მომხმარებელი მოწყობილობას, Knox-ის უსაფრთხოების პლატფორმა იწყებს მუშაობას, რათა დაიცვას მოწყობილობა და მისი სერვისები ნებისმიერ დროს.
Knox უსაფრთხოების ტექნოლოგია საიმედოდ არის ჩაშენებული ჩვენს პროდუქტებში.
Samsung Knox უზრუნველყოფს უსაფრთხო ციფრულ გარემოს სერვისებისა და მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებისთვის. თუ ხედავთ "Knox-ის ნიშანს, ეს ნიშნავს, რომ შენი მონაცემების უსაფრთხოება გარანტირებულია.
უსაფრთხოების მაღალი დონე და მონაცემთა დაცვის გარანტია
Samsung მჭიდროდ თანამშრომლობს კვლევით ცენტრებთან, მთელი მსოფლიოს გარშემო, ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს, უსაფრთხოების სისტემებში შეცდომებისა და სუსტი წერტილების შესახებ, სხვადასხვა გზით, იქნება ეს კითხვა პასუხის ვებგვერდი თუ ელექტრონული ფოსტა. ამგვარად, ჩვენ სწრაფად შეგვიძლია აღმოვფხვრათ საფრთხეები და ინფორმაციის გაჟონვა.
ჩვენ ასევე ვმართავთ Bug Bounty პროგრამას, რომელიც აჯილდოვებს უსაფრთხოების სპეციალისტების საზოგადოებას უსაფრთხოების სისტემაში სუსტი წერტილების აღმოჩენისთვის და გაჟღერებისთვის.