Samsung Jet™ დაუყოვნებლივი სიკაშკაშე - მარტივია
უმჩატესი და უძლიერესი მტვერსასრუტი Samsung Jet™ სახლის დალაგებას მნიშვნელოვნად აადვილებს. ეს 200 w⁴ შეწოვის ძალისა და დიდი მოცულობის აკუმულატორის დამსახურებაა, რომლის დახმარებითაც მუშაობა 1 საათის⁵ მანძილზე დამუხტვის გარეშე შეუძლია. მტვერსასრუტის მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა მტვრის ნაწილაკების² 99.999%-ს¹ აკავებს და ალერგენების⁶ დონეს ამცირებს.
ძლიერი შეწოვა მაქსიმალური სისუფთავისთვის
200 w შეწოვის ძალის დახმარებით მომენტალურად აქრობს დაყრილ მარცვლებსა და შინაური ცხოველების ბეწვს.
იჭერს მტვრის ნაწილაკების 99.999%-ს¹ და ამცირებს ალერგენებს
მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა იატაკთან ერთად ჰაერსაც ასუფთავებს.
იდეალურია შინაური ცხოველების ბეწვის ასაღებად
Samsung Jet™-ის სხვადასხვა ჩოთქები განკუთვნილია მტვრის მცირე ნაწილაკებისთვის და ეფექტურად უმკლავდება შინაური ცხოველების ბეწვს
Clean Station – ტომრის მარტივი და ჰიგიენური გასუფთავება
შეგროვებულ მტვერს მარტივად გადაყრით და მისი დაყრის არ შეგეშინდება.
Samsung Jet Bot - AI ჭკვიანი წმენდა
დაალაგე სახლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე Samsung Jet Bot-ის დახმარებით.
მის 3D სენსორებსა და ხელოვნურ ინტელექტს ობიექტების ამოცნობა შეუძლიათ, ამიტომ Jet Bot თავს არიდებს დაბრკოლებებს და მსხვრევად ნივთებს. დალაგებისას ოპტიმალურ მარშრუტს ირჩევს, LiDAR სენსორი კი მის მდებარეობას აკონტროლებს, რათა დაულაგებელი ადგილი არ დარჩეს.
მას შეგროვებული მტვრის ნაგავში გადაყრაც კი შეუძლია.
სმარტ დალაგება AI ამომცნობთან ერთად
Jet Bot გარანტირებულად დაალაგებს ყოველ სანტიმეტრს და LiDAR ტექნოლოგიის დახმარებით, არცერთ დაბრკოლებას არ გადააწყდება.
შეწოვის ძალას დიდხანს არ დაკარგავს.
Jet Cyclone-ის სრულყოფილი ციფრული ინვერტორული ძრავის წყალობით შეწოვის ძალა დალაგებიდან დალაგებამე არ იკლებს.
რობოტი მტვერსასრუტი, რომელსაც მტვრის ნაგავში გადაყრაც შეუძლია.
Jet Bot ავტომატურად უბრუნდება Clean Station™-ს Air Pulse ტექნოლოგიით გასაწმენდად.
შენი სახლის სისუფთავეზე Jet Bot იზრუნებს
Jet Live ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ სახლი და შინაური ცხოველები ნებისმიერი ადგილიდან.
- ¹ დატესტილია SLG Prüf- und Zertifizierungs GmbH-ის მიერ IEC 62885-2, CL.5.11 წესების მიხედვით, მაქსიმალურ სიმძლავრეზე. შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენებიდან გამომდინარე.
- ² ეკუთვნის 0.5-დან 4.2 კვ/კმ ნაწილებს.
- ³ მტვრის ნაწილაკების გამოყოფა იზომება სანაგვე ბაკის გასუფთავებისას. PM10 კონცენტრაციიდან გამომდინარე, მაჩვენებელი მაქსიმალურია Samsung VC7000 შედარებით. შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენებიდან გამომდინარე.
- ⁴ შეწოვის სიმძლავრე შემოწმებულია IEC62885-2 Cl სტანდარტების მიხედვით. 5.8 შემოწმებულია დამატებითი მოწყობილობების გარეშე Max რეჟიმზე. SLG Prüf- und Zertifizierungs GmbH სტანდარტების მიხედვით.
- ⁵ მუშაობის მაქსიმალური დრო გაზომილია მინიმალურ სიმძლავრეზე ყველანაირი მოტორიზებული ნაწილის გარეშე. მუშაობის მაქსიმალური დრო განსხვავდება მოდელების მიხედვით.
- ⁶ სერტიფიცირებულია ბრიტანეთის ალერგიოლოგიის ფონდის მიერ (BAF).
- ⁷ საგნების მაგალითები: კონდინციონერი (იატაკის), ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი/საშრომი მანქანა, ჰაერის გამწმენდი, AirDresser, დივანი, საწოლი, წიგნების თარო, მაგიდა, Bespoke (მაცივარი, ჭურჭლის სარეცხის მანქანა), ექსკრემენტები, ელექტრო კაბელი, პირსახოცი/წინდა, ჭიქა, შუშის ჭიქა, ბოთლები, ვაზა. ობიექტების ამოცნობაზე მოქმედებს ობიექტის ფორმა ან გარემო პირობები.