Galaxy Z Fold6
Galaxy Z Fold6, პერსონალური კომპიუტერის სიმძლავრის მოწყობილობა შენს ჯიბეში. სუპერ-თხელი, იდეალური ეკრანით აღჭურვილი უმძლავრესი სმარტფონი. Galaxy AI-ს მხარდაჭერა ახლა უკვე დასაკეც სმარტფონებზეც.
ფერადი. თვალისმომჭრელი. საოცარი
კუთხის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები
*ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.
კუთხის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები
*ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.
Galaxy AI აქ არის, დასაკეც Galaxy მოწყობილობებზე.
საძიებლად შემოხაზეთ
საძიებლად შემოხაზეთ დიდ ეკრანზეეს გახლავთ სმარტფონის მეშვეობით ძიების ეფექტური გზა — საჭიროა მხოლოდ შემოხაზვა. გააუმჯობესე შენი პროდუქტიულობის დონე უზარმაზარი დასაკეცი ეკრანის მეშვეობით, გამოიყენე თითების ან S Pen.
NOTE ASSIST
ჩანაწერების მოკლე შინაარსის გენერირების უმარტივესი საშუალება Galaxy-ის დასაკეც სმარტფონებზემიიღე ლექციების მნიშვნელოვანი მომენტების ჩანაწერები ეკრანზე მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხებით - მულტითასქინგის პარალელურადაც კი. Note Assist ახდენს ხმოვანი ჩანაწერების ტრანსკრიპციას და ჩანაწერებად ორგანიზებას მათი მოკლე შინაარსების გენერირებით. სხვა ყველაფერში კი S Pen დაგეხმარება, რომლის მეშვეობითაც შენი სმარტფონის ეკრანზე საოცრებების მოხდენას შეძლებ.
PHOTO ASSIST
მარტივი რედაქტირება. Galaxy AI-ს თავაზიანობაობიექტების ამოცნობის ტექნოლოგიის მეშვეობით შეძლებ ფოტოების რედაქტირებას შენი სურვილისამებრ. Photo Assist ფუნქციის მეშვეობით, სურათზე გამოსახულ ობიექტზე ხანგრძლივად შეხებით შეძლებ მის გადაადგილებას, წაშლას ან გადიდებას; ასევე უმარტივესადაა შესაძლებელი რაკურსის რეგულირება და ფონის შევსება.
INTERPRETER
ტექსტების თარგმნის შეუდარებელი გამოცდილება ორმაგ ეკრანზე,მოგზაურობისას ადგილობრივებთან გასაუბრება გჭირდება? Interpreter ფუნქციის მეშვეობით შეძლებ მომენტალურად თარგმნო ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვა, საერთაშორისო კონფერენცია უცხო ენაზე თუ ტურის გიდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ისიამოვნე დაუვიწყარი იმერსიული გამოცდილებით
*DARK AND DARKER MOBILE გახლავთ KRAFTON, INC.-ის სავაჭრო ნიშანი ან სერვისის ნიშანი.
შეიგრძენი პროფესიონალური ხარისხი. ProVisual ტექნოლოგია
წარმოდგიდგენთ Fold-ის ყველაზე მძლავრ კამერების სისტემას. გაუმჯობესებული NPU, გასაოცარი სპეციფიკაციები და Provisual ტექნოლოგიით აღჭურვილი სისტემა გთავაზობს დაუვიწყარ გამოცდილებას.
ფრონტალური კამერა
-
10MP გარეთა კამერა
-
4MP კამერა ეკრანის ქვეშ
უკანა კამერა
-
12MP ულტრა ფართო კამერა
-
50MP ფართო კუთხის კამერა 2x ოპტიკური ხარისხის ზუმი
-
10MP 3x ოპტიკური ზუმი Telephoto კამერა
დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენი მაღალი რეზოლუციის, 50MP კამერის მეშვეობით შეძლებ მაქსიმალურად რეალისტურად აღბეჭდო სიმკვეთრით და ფერების სიკაშკაშით გამორჩეული უმცირესი დეტალებიც კი.
გააუმჯობესე გამოსახულება Super HDR-ის მეშვეობით
დაინახე, დაიჯერე. Super HDR აუმჯობესებს კადრის დეტალიზაციას და ქმნის შთამბეჭდავ გამოსახულებას ფოტოს გადაღებამდეც კი.
გამძლე. საიმედო. სრულყოფილი
რატომ უნდა გადმოხვიდე Galaxy-ზე
გადმოდი Galaxy-ზე
გადმოდი Galaxy-ზე, ეს ძალიან მარტივია. მიიღე გაუმჯობესებული გამოცდილება ექსკლუზიურად Galaxy-ს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციების მეშვეობით.
გაიგე მეტიგამოსცადე Galaxy შენს ტელეფონზე
ჯერ არ გამოგიცდია უახლესი Galaxy მოწყობილობა? ახლა ხომ არ გამოსცდიდი? პირდაპირ შენს სმარტფონზე! დასაწყებად უბრალოდ დაასკანირე QR კოდი და ჩამოტვირთე.
trygalaxy.com-ზე გადასვლაცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება
ჩვენს მიზანია შევქმნათ უფრო მდგრადი მომავალი.
აქსესუარები
ხშირად დასმული კითხვები
კუთხის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები
*ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.
- პროცესი შემოკლებული და სიმულირებულია. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, არჩეული ენის და მოწყობილობის მოდელის მიხედვით. საჭიროა ინტერნეტთან კავშირი. მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს Android-ის და Google-ის აპლიკაციის უახლეს ვერსიამდე განახლება. მუშაობს თავსებად მოწყობილობებზე და შესაბამის ზედაპირებზე. შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია ვიზუალურ თანხვედრაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- Note Assist-ის „რეზიუმირების“ ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. Note Assist-ის „რეზიუმირების“ ფუნქციის გააქტიურება ხდება სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. Note Assist-ის ხმის ჩაწერის ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ქვეყანაში. იმისათვის, რომ მოხდეს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- შედარებულია Galaxy Z Fold-ის წინა მოდელებთან.
- სისქე გაზომილია მინის ქვემოთა ნაწილიდან ზემოთა ნაწილამდე, გახსნილ მოწყობილობაზე.
- ფერების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან ოპერატორის მიხედვით.
- Galaxy Z Fold6-ს არ აქვს ინტეგრირებული სლოტი S Pen-ისთვის. S Pen იყიდება ცალკე. გამოიყენე სპეციალურად Galaxy Z Fold-ისთვის განკუთვნილი S Pen. S Pen Fold Edition თავსებადია Galaxy Z Fold5 და Z Fold6 მოდელებთან. ნებისმიერი სხვა S Pen-ის ან სტილუსის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკრანის დაზიანება. S Pen-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ძირითად ეკრანზე.
- Chat Assist-ის Composer ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ სიმბოლოების კონკრეტულ რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- Browsing Assist-ის „რეზიუმირების“ ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. სერვისის ფუნქციები შესაძლოა შეიზღუდოს ან გახდეს მიუწვდომელი კონკრეტულ ფასიან ვებ-გვერდებზე. მოქმედებს სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- Photo Assist-ის Generative Edit ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
- Photo Assist-ის Portrait Studio ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Portrait Studio-ს მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 9MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
- Photo Assist-ის Instant Slow-mo ფუნქცია ხელმისაწვდომია Samsung Video Player და Samsung Gallery აპლიკაციებზე. შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული ტიპის ვიდეო ფაილებისთვის. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- Sketch to Image ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Sketch to Image ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
- Interpreter ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. მხარდაჭერილი ენების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავებული იყოს.
- ორმაგი ეკრანის რეჟიმის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ „საუბრის“ რეჟიმში.
- იმისათვის, რომ Live Translate ფუნქციამ შეძლოს სატელეფონო შეტყობინებების მიღება, საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. სატელეფონო შეტყობინებების მოწყობილობაზე მიღების შემდეგ, ამ ფუნქციით ტექსტის თარგმნა შესაძლებელია ინტერნეტ-კავშირის გარეშეც. საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Live Translate ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციებზე და მესამე მხარის ზოგიერთ აპლიკაციაზე. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის და რეგიონის მიხედვით. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- თანმიმდევრობები შემოკლებული და სიმულირებულია. შედეგები მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვისაა. სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, ენის, მოწყობილობის მოდელის მიხედვით. საჭიროებს ინტერნეტთან კავშირს და Google ანგარიშზე შესვლას. მომხმარებლებს შეიძლება დასჭირდეს Google Gemini აპლიკაციის ჩამოტვირთვა ან განახლება უახლესი ვერსიით. შეამოწმე პასუხები სიზუსტისთვის. Gemini არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშანი. Gemini-ის გამოწერა ხელმისაწვდომია შერჩეულ მოწყობილობებსა და ქვეყნებზე — შედი Gemini-ს აპში შენი Google ასისტენტიდან ან ჩამოტვირთე Gemini აპლიკაცია. პროდუქტის ფუნქციონირება შეიძლება დამოკიდებული იყოს აპლიკაციისა და მოწყობილობის პარამეტრებზე. ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ იყოს თავსებადი გარკვეულ აპლიკაციებთან. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს შინაარსის მიხედვით
- მხოლოდ Samsung-ის სმარტფონებისთვის.
- Galaxy Z Fold6-ის როგორც ძირითადი, ასევე გარეთა ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშეა 2600 nits. ეკრანის სიკაშკაშის დონის რეგულირება ხდება ავტომატურად, გარემო პირობების შესაბამისად. 5000 lux ან უფრო მაღალი განათების პირობებში, მოხდება მაღალი სიკაშკაშის რეჟიმის და Vision Booster-ის გააქტიურება.
- შედარებულია Galaxy Z Fold5-თან.
- Snapdragon ბრენდის პროდუქტები წარმოადგენს Qualcomm Technologies, Inc.-ის და/ან მისი პარტნიორი კომპანიების წარმოებულ პროდუქციას.
- AP-ის წარმადობის გაუმჯობესებები წარმოდგენილია Galaxy Z Fold5-ის მონაცემებთან შედარების საფუძველზე. რეალური წარმადობა დამოკიდებულია მომხმარებლის გარემო პირობებზე, წინასწარ დაინსტალებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე და აპლიკაციებზე.
- მხოლოდ Galaxy-ის დასაკეცი სმარტფონებისთვის.
- ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელის პირობების, ფუნქციების და გამოყენებული აპლიკაციების, ზარების და შეტყობინებების სიხშირის, დამუხტვის სიხშირის და სხვა მრავალი ფაქტორის მიხედვით. მონაცემები მიღებულია გამოყენების საშუალო პროფილთან შედარების საფუძველზე. ამ მონაცემების შეგროვება და ანალიზი დამოუკიდებლად განახორციელა კომპანიამ UX Connect Research, ნაგულისხმევი პარამეტრების და LTE და 5G Sub6 ქსელების გამოყენებით.
- დაფუძნებულია Samsung-ის შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგებზე, რომლის დროსაც გამოიყენებოდა მოცემული მოდელის გამოშვების წინა ვერსია, რომელიც ყურსასმენებთან დაკავშირებული იყო Bluetooth-ით და ნაგულისხმევი პარამეტრებით გააქტიურებული იყო LTE. ელემენტის ტევადობის და დენის ძალის გაზომვის მონაცემები ეფუძნება ელემენტის ენერგიის მოხმარების მაჩვენებელს ვიდეო ფაილის დაკვრის დროს (მოწყობილობაში შენახული ვიდეო ფაილი 720p რეზოლუციით) და აუდიო ფაილის დაკვრის დროს (მოწყობილობაში შენახული mp3 ფაილი, 192kbps, გამორთული LCD ეკრანით). ვიდეო და აუდიო ფაილების დაკვრის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელთან კავშირის, პარამეტრების, ფაილის ფორმატის, ეკრანის სიკაშკაშის, ელემენტის მდგომარეობის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- AI Zoom გამოიყენება ციფრული ზუმის მანძილებს შორის ინტერვალებში. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- Zoom Map ფუნქცია აქტიურდება 20x და უფრო დიდი ზუმის გამოყენების შემთხვევაში.
- Android™ მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადმოტანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირის მეშვეობით. ფაილების უსადენო კავშირის მეშვეობით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. მონაცემების, კონტენტის და აპლიკაციების გადატანის შესაძლებლობა დამოკიდებულია გადატანის მეთოდზე.
- iOS მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადმოტანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირის ან iCloud-ის მეშვეობით. უსადენო კავშირის გამოყენების შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 12 ან უფრო ახალ ვერსიაზე. iCloud-ით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანისთვის, App Store-იდან შენს iPhone-ზე ან iPad-ზე ჩამოტვირთე Smart Switch-ის iOS ვერსია. მონაცემების, კონტენტის და აპლიკაციების გადატანის შესაძლებლობა დამოკიდებულია გადატანის მეთოდზე. iOS მოწყობილობიდან კონტაქტების, გალერეის, ვიდეოების, კალენდარის და შეხსენებების გადატანა შესაძლებელია უსადენო კავშირის მეშვეობით.
- დიდი მოცულობის მონაცემების ერთიანად გადატანისას რეკომენდებულია კაბელის გამოყენება.
- Galaxy მოწყობილობებს შორის მონაცემების გადატანისთვის Quick Share ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში: Android OS 10.0 (Q) და One UI 2.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონები და პლანშეტები, Windows 10 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერები. საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია, Wi-Fi და Bluetooth კავშირი. iOS და Android მოწყობილობებზე Quick Share ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია გაზიარების ბმულის გაგზავნით: ინდივიდუალურად გაზიარებული ფაილების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5GB-ს (ჯამში 5 GB დღეში), ბმული გაუქმდება ორი დღის შემდეგ; საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია და ინტერნეტ-კავშირი.
- შედარებულია წინა მოდელებთან.
- Armor Aluminum ჩარჩო არ მოიცავს ხმის კონტროლის ღილაკებსა და გვერდითა ღილაკებს ან SIM ბარათის ბუდეს.
- Corning® Gorilla® Glass Victus® 2 გამოყენებულია მოწყობილობის წინა და უკანა ზედაპირზე.
- შედეგები დაფუძნებულია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის 1 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში ჩაძირვა 30 წუთის განმავლობაში, ასევე 1 მმ-ზე მეტი ზომის მყარი ობიექტის, მაგალითად მავთულის მიმართ გამძლეობაზე გამოცდა. არ არის რეკომენდებული პლაჟზე ან აუზზე გამოყენება. მოწყობილობის მტვრისა და წყლის მიმართ გამძლეობა არ არის მუდმივი და დროთა განმავლობაში შესაძლოა შემცირდეს ნორმალური ცვეთის გამო. არ არის მტვრის და ქვიშის მიმართ გამძლე
- Galaxy Buds3 Pro, Galaxy Watch Ultra და Galaxy Watch7 მოწყობილობები იყიდება ცალკე.
- ენერგიის ქულა ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 11 ან უფრო ახალი ვერსია) და საჭიროებს Samsung Health აპლიკაციას (6.27 ან უფრო ახალი ვერსია). საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ენერგიის ქულის შესამოწმებლად, უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული ჯანმრთელობის მონაცემების სინქრონიზება Samsung Health აპლიკაციასთან. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- Galaxy Z Fold6-ის მთავარი ეკრანის სრული მართკუთხედის დიაგონალის ზომაა 7,6 ინჩი, ხოლო მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით - 7,6 ინჩი; ყურების ზონის რეალური ფართობი შესაძლოა უფრო მცირე იყოს მომრგვალებული კუთხეების გამო.
- Galaxy Z Fold6-ის გარეთა ეკრანის სრული მართკუთხედის დიაგონალის ზომაა 6,3 ინჩი, ხოლო მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით - 6,2 ინჩი; ყურების ზონის რეალური ფართობი შესაძლოა უფრო მცირე იყოს მომრგვალებული კუთხეების და კამერის ჭრილის გამო.
- Air Command ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მოდელსა და აპლიკაციაზე.
- სტანდარტული მაჩვენებლები მიღებულია მესამე მხარის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე. სტანდარტული მაჩვენებელი არის მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტით. ნომინალური ტევადობაა 4273mAh Galaxy Fold6-ის შემთხვევაში. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქსელის პარამეტრების, გამოყენების პირობების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- Expert RAW-ს ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს ცალკე, Galaxy Store-იდან, სადაც ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ. მხარდაჭერილია S24 და S23 სერიის მოწყობილობებზე, S22 სერიის მოწყობილობებზე, S21 Ultra, S20 Ultra, Note20 Ultra, Z Fold6, Z Flip6, Z Fold5, Z Fold4, Z Fold3 და Z Fold2 მოდელებზე.